რეზონანსი
(04.11.2023)

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ქვალონში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენის დროს სახლში დედა 3 მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა მათი უვნებლად გამოყვანა მოხერხდა.
ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია და მას გამოძიება დაადგენს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



