რეზონანსი
(05.11.2023)

ევროკომისიის შუალედური დასკვნის გამოქვეყნებამდე, ოპოზიციის ნაწილი ამტკიცებს, რომ სტატუსის მიღებას ხელს შეუსრულებელი რეფორმები უშლის, ნაწილი კი ისევ არ ამხელს იმ ოპონენტთა ვინაობას, ვინც ევროპული პერსპექტივის მიღებას ეწინააღმდეგება.

პოზიტიური მოლოდინი აქვს მმართველ გუნდს, სადაც ოპონენტებს შეცვლილი რიტორიკის მიუხედავად, კანდიდატის სტატუსის საბოტაჟში ადანაშაულებენ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილს სურს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ახალი დათქმებით მიიღოს, რათა მეტი სასპეკულაციო ჰქონდეთ.

"ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ლუსტრაცია, კანდიდატის წევრობის მონიჭების მოახლოებასთან ერთად. ბოლო განცხადებები და ვიზიტები ერთ რამეს ემსახურება, რომ თუ გარდაუვალია სტატუსის მინიჭება, მაშინ გთხოვთ დაამძიმოთ ეს გარემოება ახალი დათქმებით, რომ ჩვენ მოგვეცეს ახალი სასპეკულაციო - ასე ფიქრობს ოპოზიცია", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით ოპოზიციის ნაწილი დიდ ძალისხმევას დებს იმაში, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს.

"მათი მხრიდან დიდი ძალისხმევა მოხმარდა იმას, რომ ქვეყანაში ხელი შეშლოდა კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუს იმსახურებდა ჯერ კიდევ შარშან, ახლაც იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ყველა, ვინც ამ შეხედულებას არ იზიარებს და თვლის , რომ დღეს ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს , მათ ინტერესშია, რომ ჩვენმა ქვეყანამ არ შეძლოს კანდიდატის სტატუსის მოპოვება", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე