რეზონანსი
(05.11.2023)

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანამ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის საცდელი გაშვება განახორციელა, რომელსაც რუსეთის ერთ-ერთი წყალქვეშა ნავიდან ბირთვული ქობინის გადატანა შეუძლია.

„ახალმა ბირთვულმა სტრატეგიულმა სარაკეტო წყალქვეშა კრეისერმა, „იმპერატორმა ალექსანდრე მესამემ" წარმატებით გაუშვა „ბულვას" საზღვაო ბაზირების კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა", - აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისათვის, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გლობალური კრიტიკა გამოიწვია მას შემდეგ, რაც 2 ნოემბერს ბირთვული ცდების აკრძალვის ყოვლისმომცველი შეთანხმების რატიფიცირების გაუქმების შესახებ კანონს ხელი მოაწერა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე