რეზონანსი
(05.11.2023)

გორის ერთ-ერთ ბავშვთა სახლში არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

ცნობისთვის, ,,ტვ მონიტორინგის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გორის ერთ-ერთ საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში სავარაუდო ძალადობა მოხდა. მათივე ცნობით, ბენეფიციარები დაწესებულების თანამშრომლებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში, ასევე, დამამცირებელ მოპყრობაში ადანაშაულებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე