რეზონანსი
(05.11.2023)

დასავლეთ უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქში 128-ე ბრიგადის სამხედროების მასობრივი დაღუპვის გამო, სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ 3 ნოემბერს დილით რუსეთმა ის ადგილი დაბომბა, სადაც სამხედროები დასაჯილდოებლად იყვნენ შეკრებილი. უკრაინული მედიის ცნობით, დაიღუპა 20-ზე მეტი სამხედრო, ასევე არიან დაჭრილები.

ინფორმაცია 128-ე ბრიგადის ჯარისკაცების დაღუპვის შესახებ ოფიციალურად დაადასტურა უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრმა. თუმცა უწყება არ ავრცელებს ინფორმაციას, რა ვითარებაში მოხდა ეს და აცხადებს, რომ გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე