რეზონანსი
(05.11.2023)

ცემა, დამამცირებელი მოპყრობა და შეურამცხყოფელი მიმართვა - გორის ბავშვთა სახლის ბენეფიციარები ძალადობაზე ალაპარაკდნენ. პედაგოგებს პოლიციაში უჩივლეს და ჩვენებები მისცეს.  სამართალდამცვლებს უკვე აქვთ გამოკითხვის ოქმები სადაც წერია, რომ მზრუნველობა მოკლებული ბავშვები, პრაქტიკულად, შიმშილობენ. ობოლი და მიუსაფარი მოზარდებისთვის განკუთვნილ სახლში ახლა 20 მოზარდი ცხოვრობს.  

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ამ სახლის ბენეფიციარები ძალადობის შესახებ საუბრობენ.  ჯერ კიდევ სამი წლის წინ ამხილეს ბავშვებმა  არადამიანურ მოპყრობაში ერთ-ერთი აღმზრდელი. პედაგოგი მაშინ  იძულებული გახდა, სამსახური დაეტოვებინა.

რა იქნება ახლა ჯერ ვერავინ გაიგო. დღეს მოულოდნელად არასწრულოვნებმა თქვეს, რომ პოლიცია მოატყუეს.არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ისინი  შეაშინეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე