რეზონანსი
(05.11.2023)

თურქეთის პოლიციამ ინჯირლიკის საჰაერო ბაზაზე მყოფი მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ბაზასთან, სადაც აშშ-ის ძალებია დისლოცირებული, მოქალაქეები ღაზაში ისრაელის ქმედებებს აპროტესტებდნენ და ბაზაზე შეჭრა სცადეს, რა დროსაც მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



