რეზონანსი
(05.11.2023)

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა ზაპოროჟიეს ოლქში, იმიერკარპატეთის 128-ე სამთო-მოიერიშე ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვის გარემოებებზე სრული გამოძიების ჩატარების ბრძანება გასცა. ამის შესახებ რუსტემ უმეროვმა „ფეისბუქზე“ დაწერა.
„მომხდარის ყველა გარემოება გაირკვევა. ვავალებ თავდაცვის სამინისტროს მთავარ ინსპექციას, ჩაატაროს სრული გამოძიება ამ ტრაგედიის ფაქტებზე“, – წერს უმეროვი.
დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გამოცხადებულია სამდღიანი გლოვა.
შემთხვევა 3 ნოემბერს მოხდა. მედიის ცნობით, ზაპოროჟიეს რეგიონში, არტილერიის დღის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებაში სამხედროები იღებდნენ მონაწილეობას, რა დროსაც რუსებმა სარაკეტო იერიში განახორციელეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



