რეზონანსი
(06.11.2023)

48 საათი ევროკომისიის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული დასკვნის გასაჯაროებამდე - "ქართული ოცნების" დანაყოფის ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი ისევ ამტკიცებს, რომ ოპოზიცია მთელი ამ ხნის განმავლობაში სტატუსის წინააღმდეგ იბრძოდა. 

მისი მტკიცებით, ოპონენტები ახლა ბრიუსელს ეუბნებიან, რომ ბოლომდე არ გასწირონ და "საჩხუბრად" რაღაც თემები დაუტოვონ. 

ოპოზიციაზე აღსრულდა ბიბლიური სიტყვები, არა არს დამალული, რაც არ გაცხადდეს. გაცხადდა ის, რომ ოპოზიცია ებრძოდა კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგოდ. ახლა უკვე ბრიუსელს, ამ შემთხვევაში განსასჯელს ეუბნებიან, რომ მთლად ბოლომდე არ გასწირონ ოპოზიცია და კანდიდატის სტატუსის მოცემის შემთხვევაში რაღაც სათქმელი და საჩხუბარი მაინც დაუტოვონ. სხვა შემთხვევაში ისინი პოლიტიკურ ჯოჯოხეთში აღმოჩნდებიან, რასაც მათი პოლიტიკური კარიერის დასასრული ჰქვია"- თქვა მაჭარაშვილმა. 

რვა ნოემბერს ევროკომისია საქართველოს შესახებ მომზადებულ დასკვნას დადებს.  "პირველების" ინფორმაციით, დოკუმენტი დაახლოებით 100 გვერდიანი იქნება, და მასში არ იქნება საუბარი მხოლოდ 12 პუნქტის შესრულება არ შესრულებაზე.

საბოლოო გადაწყვეტილებას ზეგ არ მიიღებენ. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დეკემბერში გადაწყდება. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე