
ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე მომავალი არჩევნებისათვის ოპოზიციის შანსებს აფასებს:
„ხელისუფლების მიერ დაანონსებული ხელფასების უპრეცედენტო ზრდის საშუალებას, ჯერ ერთი ბიუჯეტი იძლევა, მეორეც, ეს ხელს შეუწყობს არა მხოლოდ "ოცნების" ამომრჩევლის ბაზის შენარჩუნება/ზრდას, არამედ არჩევნების შემდგომი სავარაუდო პროტესტისთვის სოციალური ბაზის გამოცლა-გამოხშირვასაც.პლუს, დიდი ალბათობით, ქვეყნისთვის მინიჭებული კანდიდატის სტატუსი, რა გინდა რა დათქმებით.ამას თუ დაერთო, უკრაინის ომის გაყინული კონფლიქტის ფაზაში გადასვლა ანუ თუ უკრაინის ფრონტზე ვერ ვიხილეთ დიდი გარღვევები/გამარჯვებები, მით უფრო თუ ზელენსკი იძულებული გახდა საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნოს - "ოცნებასთან" ჭიდილი 2024-ის არჩევნებზე ურთულესი ამოცანა იქნება.მე არ მახსენდება წინასაარჩევნოდ ასეთი რთული ამოცანის წინაშე მდგარი ოპოზიცია", - წერს ლაგაზიძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



