რეზონანსი
(06.11.2023)

თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში ხანძარი იყო. ცეცხლი მე-10 კორპუსის მესამე სართულზე, ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "მთავარი არხის" ვებგვერდს განუცხადეს, რომ ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.  დაშავებული არავინ არაა. 

რამ გამოიწვია ცეცხლი, ამ ეტაპზე უცნობია. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე