რეზონანსი
(06.11.2023)

წალენჯიხის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებით, კითხვებს აჩენს ის ფაქტი, რომ საჯარო მოხელეებმა დიდი რაოდენობით თანხის შეგროვება და პარტიისთვის ჩარიცხვა მოახერხეს. ამ თემაზე „ქრონიკას“ მაია მიქავა ესაუბრა.

„პარტიის წევრების მიერ პარტიის ანგარიშზე თანხების ჩარიცხვა იმდენად საეჭვო არ არის, რამდენადაც საეჭვოა გარემოება, როცა ასეთ პატარა, სამდღიან შუალედში, ასე მობილიზებულად ჩარიცხეს ეს თანხები საჯარო მოხელეებმა. კითხვები ჩნდება და ალბათ მობილიზებულად მოხდა ამ თანხების ჩარიცხვა და უბრალოდ გადანაწილდა საჯარო მოხელეებზე. იმიტომ რომ ასეთი სოლიდური თანხები არა მგონია, რომ საჯარო მოხელეს მოეგროვებინა, იმისთვის რომ ჩაერიცხა პარტიის ანგარიშზე“, - მიიჩნევს მიქავა.

წალენჯიხაში, მერიის თანამშრომლებმა „ნაციონალურ მოძრაობას“ 5-5 ათასი ჩაურიცხეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე