რეზონანსი
(06.11.2023)

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე ამტკიცებს, რომ საქართელოს ევროკავშირთან სრული თავსებადობა აქვს. სახელისუფლებო გუნდის წევრი ირწმუნება, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს. 

არა თუ შეუძლია, საქართველოს აქვს ორივე მიმართულებით სრული თანხვედრა პარტნიორებთან, დასავლეთთან და ევროკავშირის პოლიტიკასთან. მე შეგახსენებთ, უბრალოდ, ციტატით, საერთაშორისო დამკვირვებლებმა უკვე არაერთ არჩევნებში ჩვენი ხელისუფლების პირობებში თქვეს, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში ძირითადდი წესების დაცვით. საქართველოს აქვს სრული თავსებადობა როგორც საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, ისე საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებით, - ამბობს თალაკვაძე. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე