რეზონანსი
(06.11.2023)

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ისრაელმა უნდა შეაჩეროს სამხედრო ოპერაცია, რათა „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლები მძევლებთან შესვლა შეძლონ.

„უნდა ვიმუშაოთ ინიციატივაზე, რომელიც ითვალისწინებს ჰუმანიტარულ პაუზას, რომლის დროსაც „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, მოინახულონ „ჰამასის“ მძევლები. ეს იქნებოდა მძევლების გათავისუფლებისკენ პირველი ნაბიჯი“, - განუცხადა ბორელმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატებს ბრიუსელში.

მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუ გამორიცხა დროებითი ზავის ალბათობა იქამდე, ვიდრე „ჰამასი“ ყველა მძევალს არ გაათავისუფლებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე