რეზონანსი
(06.11.2023)

კვიპროსში ავარიის შედეგად სენაკის მკვიდრი, 33 წლის გოგა ფარცვანია დაიღუპა. შემთხვევა 4 ნოემბერს, გვიან ღამით მოხდა.

როგორც ირკვევა, მამაკაცს ტრაილერი დაეჯახა და ადგილზე დაიღუპა.

გოგა ფარცვანია სენაკის სოფელ ეკიდან იყო და კვიპროსში ათი თვის წასული იყო.

gurianews.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე