რეზონანსი
(06.11.2023)

რუსი ოკუპანტები სოფელ კირბალის მიმდებარედ საქართველოს ორ მოქალაქეს დაესხნენ თავს. სროლის შედეგად ერთ-ერთი მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა. ოკუპანტების მიერ გატაცებული მეორე მოქალაქე უკვე ოკუპირებულ ტერიტორიაზეა გადაყვანილი და ის, სავარაუდოდ, ცხინვალის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.
რამდენიმე წუთის წინ გაირკვა ოკუპანტების მიერ მოკლული ქართველის ვინაობა ცნობილია. "ტვ პირველის" ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ კირბალთან თამაზ გინტური მოკლეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



