რეზონანსი
(06.11.2023)

რამდენიმე საათის წინ, რუსმა ოკუპანტებმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ცეცხლი რუსებმა სოფელ კირბალის მახლობლად ადგილობრივი მცხოვრებლების უკანონო დაკავების დროს გახსნეს.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მოკლული და გატაცებული პირები ეკლესიის მოსალოცად იყვნენ ასულები, რა დროსაც მათ ცეცხლი გაუხსნეს. მოკლულია თამაზ გინტური, კიდევ ერთი ადგილობრივი კი ადგილიდან გაიტაცეს.

სოფელ კირბალის გამგებელი „მთავარ არხთან“ რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას გამოეხმაურა.

"სასაფლაოზე იმყოფებოდნენ და სასაფლაოს ზემოთ არის ლომისის ტაძარი, სადაც სცადეს, რომ შესულიყვნენ, სანთელი დაენთოთ. ამის შემდეგ მოხდა რაც მოხდა, კონკრეტული დეტალები ნამდვილად არ ვიცი", - თქვა მან

ლევან დოთიაშვილი, რომელიც ასევე სოფელ კირბალიდანაა, ე.წ. რუს მესაზღვრეებს უკვე გადაყვანილი ჰყავთ იზოლატორში, მის გამოსახსნელად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკვე აამოქმედა ცხელი ხაზი, ფაქტის შესახებ თბილისმა საქმის კურსში ჩააყენა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის თანათავმჯდომარე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე