რეზონანსი
(07.11.2023)

ისრაელის თავდაცვისა ძალებმა და შიდა უსაფრთხოების სამსახურმა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე „ჰამასის“ 11 წევრი დააკავეს.
„ცაჰალის“, „შაბაკისა“ და სასაზღვრო პოლიციის ერთობლივი განცხადების თანახმად, ქალაქ ტულკარმში რეიდის დროს რამდენიმე ასაფეთქებელი მოწყობილობა და იარაღის სამალავი აღმოაჩინეს.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



