რეზონანსი
(07.11.2023)

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოფელ კირბალში ჩავიდა. ის რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახში მივიდა.

ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური სოფელ კირბალთან მოკლეს, მეორე ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. ღამით საგანგებო შეხვედრა გაიმართა ერგნეთში - როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, უმთავრესი მოთხოვნა გატაცებული ლევან დოთიაშვილის დაუყოვნებლივ დაბრუნება და დამნაშავეების სასწრაფო დასჯა იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე