რეზონანსი
(07.11.2023)

„ამას ვერც პოლიტიკას და ვერც პოლიტიკოსობას ვერ დავაბრალებთ! და ამას კაცობა რომ არ ქვია ეს კი ყველას გვესმის“, – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გია ვოლსკის განცხადებას.

სალომე ზურაბიშვილმა "ოცნების" დეპუტატს სოციალური ქსელიდან უპასუხა.

გია ვოლსკიმ დღეს თქვა, რომ პრეზიდენტი თამაზ გინტურის სიკვდილით გახარებულია და ღირსება არ ჰყოფნის, რომ ასეთ მნიშვნელოვან მომენტში, თვალთმაქცური და ყალბი განცხადებები არ აკეთოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე