რეზონანსი
(07.11.2023)

ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში - მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე 8 წლის ბავშვს დაეჯახა. 

შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებული არასრულწლოვანი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას ყბა-სახის დაზიანებები აღენიშნება და მდგომარეობა სტაბილურია. 

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მთავარი არხი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე