რეზონანსი
(07.11.2023)

კუპანტების კიდევ ერთი მსხვერპლის, გიგა ოთხოზორიას დედამ, ჯულიეტა ჭანტურიამ კირბალში მოკლული თამაზ გინტურის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ის, რაც გუშინ მოხდა, ოკუპანტების დაუსჯელობის სინდრომია:

გარკვეული ღონისძიებები რომ გატარებულიო კანჯი ოღლის დასაკავებლად და აღსრულებულიყო ის სამართალი და ის გამოტანილი წლები გაეტარებინა ციხეში, რა თქმა უნდა, ასე თავისუფლად, ასეთი ტრაგედიები არ გაგრძელდებოდა. ჩემი შვილის მკვლელობის შემდეგ იყო არჩილი, იყო კვარაცხელია და იყო უამრავი ადამიანი რომელთა სიცოცხლის მოსპობა რუსი დამპყრობლებისთვის ჩალის ფასად არის შეფასებული", - თქვა ჯულიეტა ჭანტურიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე