რეზონანსი
(08.11.2023)

ოზურგეთში, არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით ახალგაზრდა კაცი დააკავეს. ცნობილი ხდება, რომ შემთხვევა ოზურგეთის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. სამართალდამცველებმა კაცი 5 ნოემბერს დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, კაცი წარსულში მკვლელობისთვის არის ნასამართლევი.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის 141-ე მუხლით დაიწყო.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



