რეზონანსი
(08.11.2023)

დღეს უკრაინისა და მთელი ევროპის ისტორიამ სწორი ნაბიჯი გადადგა, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

"ყველა სირთულის მიუხედავად, ჩვენ წინ მივდივართ და უკვე დეკემბერში ევროპული საბჭოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ველოდებით", - განაცხადა ზელენსკიმ.

"ჩვენი სახელმწიფო ევროკავშირში უნდა იყოს. უკრაინელები ამას იმსახურებენ. [...] სრულმასშტაბური ომის დროსაც კი ვასრულებთ ჩვენს სიტყვას, ვავითარებთ სახელმწიფო ინსტიტუტებს. ჩვენ ვიღებთ ყველა საჭირო გადაწყვეტილებას", - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

მანამდე ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რიგი პირობების გათვალისწინების შემთხვევაში უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე