რეზონანსი
(09.11.2023)

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ლევან დოთიაშვილის მეუღლე სოფიო ანდრიაძე აცხადებს, რომ ქმრის გატაცების შესახებ 6 ნოემბერს საღამოს საათებში შეიტყო.
„ბაზრიდან ახალი მოსული იყო, დაღლილი, დაქანცული. საშინაო ფორმით არის წასული. მაქვს ყველას იმედი და ყველას ვთხოვ, თუ ვინმეს რაიმე შეუძლია, დამიბრუნონ ჩემი მეუღლე", - აცხადებს ანდრიაძე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად დაიღუპა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დააკავეს ერთი ადამიანი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



