რეზონანსი
(12.11.2023)

ოზურგეთის რაიონული სასამართლო სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის დაკავებული მასწავლებლის აღკვეთის შეფარდებაზე მსჯელობს. პროცესი მედიისთვის დახურულია.
მასწავლებელს ბრალად ედება მოსწავლის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება. შემთხვევა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში მოხდა. სავარაუდო დანაშაული მას შემდეგ გახმაურდა, რაც 13 წლის ბავშვმა მომხდარის შესახებ კლასელებს უამბო.
მასწავლებლებმა და დირექტორმა სამართალდამცველებს ჩვენება უკვე მისცეს. 13 წლის გოგონასთან ფსიქოლოგი მუშაობს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



