რეზონანსი
(12.11.2023)

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ღაზის სექტორში, მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვას არავითარი გამართლება არ აქვს. ელისეის სასახლეში, BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში, მაკრონმა ხაზი გაუსვა, რომ ცეცხლის შეწყვეტა სარგებელს მოუტანს ისრაელს.

"დღეს [ღაზაში] მშვიდობიანი მოქალაქეები იბომბებიან. ბავშვებს, ქალებს, მოხუცებს ბომბავენ და კლავენ. ამის არანაირი გამართლება და ლეგიტიმაცია არ არსებობს. ამიტომ, მოვუწოდებთ ისრაელს, შეწყვიტოს ეს", - განაცხადა მაკრონმა.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთი "მკაფიოდ გმობს" ჰამასის "ტერორისტულ" ქმედებებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე