რეზონანსი
(13.11.2023)

ნი­დერ­ლან­დე­ბის პო­ლი­ცია ამ დრომ­დე ეძებს 28 წლის თორ­ნი­კე მან­ვე­ლი­ძეს, რო­მე­ლიც 32 წლის შო­თი­კო სა­კან­დე­ლი­ას მკვლე­ლო­ბა­შია ბრალ­დე­ბუ­ლი. შემ­თხვე­ვა 19 სექ­ტემ­ბერს ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში მოხ­და. მოკ­ლულ ახალ­გაზ­რდას ჭრი­ლო­ბა ყე­ლის არე­ში და­ნით აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. მას დამ­ნა­შა­ვემ პირ­და­პირ სა­ძი­ლე არ­ტე­რია და­უ­ზი­ა­ნა.

გავრცელებული ინფორმაციით, მან­ვე­ლი­ძეს შენ­გე­ლი­ას­თან უთან­ხმო­ე­ბა ჯერ კი­დევ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰქონ­და და მოკ­ლუ­ლის ახ­ლობ­ლე­ბი თვლი­ან, რომ ეს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა იყო. რა გახ­და ამ შემ­ზა­რა­ვი მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი, ამას, ალ­ბათ, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი და­ად­გე­ნენ.

მკვლე­ლო­ბი­დან მა­ლე­ვე ნი­დერ­ლან­დე­ბის პრო­კუ­რა­ტუ­რამ თორ­ნი­კე მან­ვე­ლი­ძის ფოტო გა­ავ­რცე­ლა და მო­უ­წო­და ყვე­ლას, მისი ნახ­ვის შემ­თხვე­ვა­ში სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბებს მი­მარ­თონ. თორ­ნი­კე ცნო­ბი­ლი მწერ­ლის გოჩა მან­ვე­ლი­ძის შვი­ლია.

მოკ­ლუ­ლი შო­თი­კო სა­კან­დე­ლი­ას ოჯა­ხი სა­მარ­თალს და დამ­ნა­შა­ვის დას­ჯას ითხოვს. რო­გორც სა­კან­დე­ლი­ას დე­დის მე­გო­ბა­რი მა­ნა­ნა გა­გუა წერს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ად­ვო­კა­ტის აყ­ვა­ნას აზრი არ აქვს, რად­გან საქ­მის ძი­ე­ბა ნი­დერ­ლან­დებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. მან ასე­ვე და­წე­რა გოჩა მან­ვე­ლი­ძის შე­სა­ხე­ბაც და თქვა, რომ მწე­რა­ლი შვი­ლის და­სახ­მა­რებ­ლად სახ­ლს ყი­დის, იმის ნაც­ვლად, რომ "შვი­ლი პო­ლი­ცი­ა­ში სა­კუ­თა­რი ხე­ლით მი­იყ­ვა­ნოს".

"ამბები" გოჩა მან­ვე­ლი­ძეს და­უ­კავ­შირ­და, რო­მე­ლიც ბი­ნის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას უარ­ყოფს:

"ეს ბინა ჩემი შვი­ლის­თვის მქონ­და შე­ძე­ნი­ლი, გან­ვა­დე­ბით ვი­ყი­დე. ამ თან­ხის გა­დამ­ხდე­ლი არ ვარ, ბი­ნას მის და­სახ­მა­რებ­ლად კი არ ვყი­დი, უბ­რა­ლოდ, თა­ვი­დან ვი­შო­რებ. ბან­კი სახ­ლში მი­ვარ­დე­ბა და და­ვუბ­რუ­ნო იმ ხალ­ხს ფული, კრე­დი­ტი ხომ უნდა და­მე­ფა­რა? ამ ხალ­ხის მეს­მის, ადა­მი­ა­ნუ­რად, ამ­ხე­ლა ტრა­გე­დია მოხ­და, მაგ­რამ რო­გორც წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ, ასე არაა. ამ­ხე­ლა ვალი დარ­ჩა ამ ბი­ნას, დღე არ გავა, ბან­კის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა რომ არ და­მირ­ე­კონ.

რამ­დე­ნი­მე მაკ­ლერს მივ­მარ­თე, ბინა გა­მა­ყი­დი­ნეთ-მეთ­ქი და როცა ისი­ნი გან­ცხა­დე­ბებს აქ­ვეყ­ნებ­დნენ, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი კო­მენ­ტა­რებს უწერ­დნენ. მერე მაკ­ლე­რე­ბი მი­რე­კავ­დნენ, ასე­თი რა­ღაც არის, ცუ­დად ვგრძნობთ თავს და თავი გა­მა­ნე­ბე­თო. ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში ამ­ყო­ფე­ბენ ამ ბი­ნას, რა­ღაც­ნა­ი­რად ცდი­ლო­ბენ ხელი შე­მი­შა­ლონ. კი, ბა­ტო­ნო, წე­რონ რაც უნ­დათ, მე რო­გორ და­ვუშ­ლი... 

ჩემს შვილ­ზე არც სა­ქარ­თვე­ლო­დან, არც ევ­რო­პი­დან სა­ერ­თოდ არა­ვინ დამ­კავ­ში­რე­ბია და ერთი კი­თხვა არ და­უს­ვამთ. იქა­უ­რი პო­ლი­ცია რას საქ­მი­ა­ნობს, წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს, აქა­ურს კი­დევ გა­ვი­გებ­დი, არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს. ჩემ­თვის ისე­თი ძნე­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი, ვერც წარ­მო­იდ­გენთ", - თქვა გოჩა მანველიძემ.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე