რეზონანსი
(13.11.2023)

ოპოზიცია საარჩევნო ბარიერის დაწევას ითხოვს. ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ ისაუბრა.

„საარჩევნო ბარიერი იყო შეთანხმება. 2%-მდე ბარიერის დაწევა მიღებული გვაქვს პირველი მოსმენით. მნიშვნელოვანია, რომ სარკისებური ასახვა მოხდეს ამომრჩევლის ნების და არ განმეორდეს ის, რაც 2016 წელს მოხდა, როდესაც თითქმის 21% მანდატში ვერ გარდაისახა და „ქართულმა ოცნებამ“ მიითვისა ეს ხმები“, - აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

მოქმედი კონსტიტუციით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემითა და 5%-იანი ბარიერით ჩატარდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე