რეზონანსი
(13.11.2023)

„ჰამასის“ მაღალი თანამდებობის პირი ოსამა ჰამდანი მძევლების „ნაწილობრივ გაცვლას“ გამორიცხავს. ამის შესახებ Times of Israel-ი იტყობინება.
ჰამდანის თქმით, „ჰამასის“ მიზანს ისრაელის ციხეებში მყოფი „ჰამასის“ წევრებისა და მძევლების „სრული გაცვლა“ წარმოადგენს.
„ჩვენი პოზიცია თავიდანვე ნათელი იყო. ეს არის მძევლების სრული გაცვლა“, - აღნიშნა ოსამა ჰამდანმა.
მან ასევე განაცხადა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე მძევლების გათავისუფლების საკითხზე პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს, მაგრამ, ჰამდანის თქმით, ისრაელი ამ პროესს ობსტრუქციას უწყობს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



