
თუკი სალომე ზურაბიშვილი ეჯიბრება სააკაშვილს მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული პირების შეწყალებაში, ამაზე ის მიიღებს საზოგადოების მკვეთრ რეაქციას, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
„თქვენ გახსოვთ, რომ როდესაც სააკაშვილმა შეიწყალა გირგვლიანის მკვლელები, სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ის არის გაოგნებული ასეთი აბსოლუტურად არაადეკვატური გადაწყვეტილებით. თუ სურს, რომ ასეთი არაადეკვატური გადაწყვეტილებების მიღებაში შეეჯიბროს სააკაშვილს, რა თქმა უნდა, ამაზე იქნება ჩვენი საზოგადოების მკვეთრი რეაქცია. მე ვურჩევდი, რომ ამ საკითხს სახუმაროდ ნუ შეხედავენ და ნუ ცდილობენ ნიადაგის შემზადებას, ნუ ცდილობენ ჩვენი საზოგადოების მოთმინების დატესტვას“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის ძმამ ოთარ ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი გამოსავალს ეძებდა, თუმცა, ოთარ ზურაბიშვილის შეფასებით, არსებულ პოლიტიკურ გარემოში ამ გამოსავლის პოვნა რთულია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



