რეზონანსი
(14.11.2023)

"რატის ბარში" 12 ნოემბერს მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. გამოძიება 19-109 მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, დაშავებულებს სასიკვდილო დაზიანებები არ მიუღიათ.

როგორც ადგილობრივი მცხოვრები აღნიშნავს, ბარში ყოველ ღამე ძალიან ცუდი სიტუაციაა და ხშირად ხდება კონფლიქტებიც.

"ბავშვებს ვაფრთხილებდით, ნუ შედიხართ. ყოველ ღამე პოლიციას ვიძახებდით, დრიფტი, წამალი... თუკი რამე სიბინძურე ხდებოდა, ხდებოდა აქ. ყოველღამე იყო ჩხუბი, დაჭრაც... ერთი გოგო გარდაიცვალა, ერთი უგონოდ წაიყვანეს, ერთი მანქანა დაგვიმტვრიეს ჩხუბის დროს" - ამბობს ადგილობრივი მცხოვრები "მთავარ არხთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე