რეზონანსი
(14.11.2023)

თბილისში, ჟვანიას ქუჩაზე, სროლა იყო. "კურიერის" ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით უცხო ქვეყნის მოქალაქე დაჭრა. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც "რუსთავი2-მა" გაარკვია, დაჭრას წინ უძღოდა ძაღლთან დაკავშირებით ურთიერთშელაპარაკება.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დაიწყო

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე