
ე.წ. ძველი ბიჭები, მათთან დაახლოებული პირები და ე.წ. კანონირი ქურდების დავალებების უსიტყვო შემსრულებლები - ყველა სასამართლოს განაჩენს ელოდება. შავ სამყაროში დიდ არეულობაა - "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 18 პირიდან ნაწილი უკვე ციხეშია, ნაწილი კი ბრალის ოფიციალურად წარდგენას წინასწარი მოთავსების იზოლატორში ელოდება.
"პირველების" ინფორმაციით, ლაშა და ბაკურ გულორდავას, პაპუნა ცაავას და ნუკრი გოგუას უკვე პატიმრობა შეეფარდათ.
დაკავებულების ადვოკატების თქმით, არცერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებენ.
რაც შეეხება დანარჩენ დაკავებულებს, დღეს სპეცოპერაცია მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. ერთ-ერთი ლოკაცია თბილისში, იოსებიძის ქუჩა იყო, სადაც აიყვანეს პირი, რომელსაც ე.წ. ქურდული სამყაროს მხარდაჭერას ედავება.
დაკავებულის ოჯახი "პირველებთან" სპეცოპერაციასა და ბრალდებასთან დაკავშირებით არ საუბრობს.
გამოძიების ინფორმაციით, ყველა დაკავებული ჯეირან კინწურაშვილის და კიდევ ოთხი ქურდის მითითებით ბიზნესს არეკეტებდა და ვინც მათ "ქურდულ" ვერდიქტს არ შეასრულებდა, სასტიკად უსწორდებოდნენ.
პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღები, მჭიდები, ვაზნები, ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა”, ფული, კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



