რეზონანსი
(14.11.2023)

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ ისრაელის ფაშიზმში დადანაშაულება აბსურდულია.
გერმანიის კანცლერმა უპასუხა კითხვას ერდოღანის კომენტარის შესახებ, რომ ისრაელის ლეგიტიმურობა "ეჭვქვეშ დგება მისივე ფაშიზმის გამო".
"ისრაელი არის დემოკრატია და ქვეყანა, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებსა და საერთაშორისო სამართალს და შესაბამისად მოქმედებს. ამიტომ ისრაელის მიმართ ბრალდებები აბსურდულია", - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



