რეზონანსი
(14.11.2023)

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის მხარეს მებრძოლი 2 ქართველი ტყვედ აიყვანეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო Telegram-ზე ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ჩანს, რომ საქართველოს მოქალაქე, გიორგი გოგლიძე, სავარაუდოდ, რუსული მხარის მიერ წინასწარ მომზადებულ ტექსტს კითხულობს.
როგორც გოგლიძე ამბობს, ის უკრაინის მე-2 ინტერნაციონალურ რეგიონში სნაიპერი იყო.
ასევე, რუსული სამთავრობო მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ტყვედ აყვანილია კიდევ ერთი მებრძოლი და საქართველოს მოქალაქე – გიორგი ჩუბითიძე.
tia.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



