რეზონანსი
(14.11.2023)

120 კინოსურათი, საიდანაც 13 ქართულია - თბილისი საერთაშორისო კინოფესტივალის მასპინძლობისთვის ემზადება. უკვე საერთაშორისო აღიარების მქონე ელენე ნავერიანის - "შაშვი შაშვი მაყვალი," ნანა ჯანელიძის - "იარე ლიზა" და კიდევ ათზე მეტი მოკლე და სრულმეტრაჟიანი ქართული ფილმის ნახვის საშუალება ფესტივალის სტუმრებს 26 ნოემბრიდან კინოთეატრ "ამირანში" შეეძლებათ. ერთკვირიანი კინოფესტივალის საპატიო სტუმარი კანისა და ლოს-ანჯელესის კინოფესტივალების ტრიუმფატორი პორტუგალიელი რეჟისორი პედრო კოშტა იქნება. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია არასაკონკურსო და სპეციალური ჩვენებებიც. ოქროს პრომეთეს მფლობელების ვინაობა 2 დეკემბერს გახდება ცნობილი.
წყარო: რუსთავი2
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



