რეზონანსი
(15.11.2023)

ჩვენ რომ კვლევებს გადავხედოთ, ყველაზე მნიშვნელოვანი აქ არის ის, რომ რომელი კვლევა ემთხვევა შემდეგ არჩევნების შედეგებს. მაგალითად 2016-2020 წლების არჩევნები, ან 2021 წლის არჩევნები, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„გადავხედოთ შედეგებს და ამის მიხედვით, „გორბის" კვლევა უფრო ესადაგება თუ კეზერაშვილის კვლევა ამას ჩვენ ყველა ერთად ვნახავთ. ბოლოს და ბოლოს მიხვდა საზოგადოებაც ამას", - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

„გორბის" კვლევის თანახმად, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რესპონდენტთა 55% ხმას „ქართულ ოცნებას" მისცემდა, მეორე ადგილზე კი 20%-ით „ნაცმოძრაობა" და „სტრატეგია აღმაშენებელი" გავიდოდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე