რეზონანსი
(15.11.2023)

საქართველოს საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების სიგრძე გაიზარდა და 2022 წლისთვის 41 073.3 კილომეტრი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის გზების სიგრძე 1 593.4 კილომეტრს შეადგენს, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის - 5 460.3 კილომეტრს, ხოლო ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სიგრძე 34, 019.6 კილომეტრია.

რაც შეეხება რეგიონების მიხედვით საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების სიგრძეს, პირველ ადგილზეა იმერეთი - 7 271.9 კილომეტრით, შემდეგ მოდის სამეგრელო-ზემო სვანეთი - 6 932.5 კილომეტრით. დანარჩენი რეგიონები კი ასე ნაწილდება: აჭარა - 5,053.6 კილომეტრი; კახეთი - 4,558.6 კილომეტრი; გურია - 3,884.9 კილომეტრი; ქვემო ქართლი - 3,510.7 კილომეტრი; სამცხე-ჯავახეთი - 2,830.2 კილომეტრი; მცხეთა-მთიანეთი - 2,163.2 კილომეტრი; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2,119.9 კილომეტრი; შიდა ქართლი - 2,090.2 კილომეტრი; აფხაზეთი - 605.6 კილომეტრი; თბილისი - 52 კილომეტრი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე