რეზონანსი
(15.11.2023)

არცერთ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ ჩართული იყოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, მონაწილეობდეს საპარლამენტო ცხოვრებაში, არ სჭირდება ცალკე მოწვევა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად, რაც ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე რეფორმების გატარებას გულისხმობს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

ჩიქოვანის თქმით, ოპოზიციის დესტრუქციული დღის წესრიგის მიუხედავად, „ქართული ოცნება" სამუშაოებს მაინც შეასრულებს.

„წელიწად-ნახევრის განმავლობაში როცა მობილიზებული ვიყავით, რომ მიგვეღო კანონპროექტები, რომლებსაც საბოლოო ჯამში სტატუსის მიღება უნდა უზრუნველყო, ოპოზიციის მხრიდან სრული დესტრუქცია მივიღეთ, მათ ამ პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ. თუმცა, ევროკომისიის დასკვნაში ძალიან კარგად არის ასახული ყველა ის მიღწევა, რომელიც გვქონდა და რომელმაც დადებითად იმოქმედა, რათა ჩვენმა სახელმწიფომ სტატუსი მიიღოს დეკემბერში. ოპოზიციის დესტრუქციული დღის წესრიგი ხელს არ გვიშლის, რომ სამუშაოები შევასრულოთ", - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე