
მე ვაპირებ, რომ ამ კანონპროექტებზე ძალიან აქტიურად ვიმუშაო და ჩემი პოზიცია ვუთხრა „ქართულ ოცნებას", - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების" წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
შეკითხვაზე, იყო თუ არა შეცდომა 12 რეკომენდაციაზე მუშაობის ბოიკოტი, დეპუტატი პასუხობს, რომ სამუშაო ჯგუფებში შესვლა თავიდანვე შეიძლებოდა.
„არაფერი განსაკუთრებული არ მოხდებოდა. ახლა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ეს კანონპროექტები ნამდვილად შესრულდეს და ნამდვილად დაიწყოს ამ დათქმების შესრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს ვერ დავიწყებთ", - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.
რადიკალური ოპოზიცია ირწმუნება, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის წარმატებაზე ზრუნავს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ევროკომისიის მიერ დასახელებულ ცხრა პრიორიტეტზე სამუშაო ჯგუფები შეიქმნება, ისევ ბოიკოტს გამოაცხადებს. ოპოზიციის ნაწილი აღიარებს, რომ ბოიკოტი შეცდომა იყო, მმართველი გუნდი კი ოპონენტების ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



