რეზონანსი
(15.11.2023)

"ჩვენთვის EPP-ის ასეთ რეზოლუციებს არავითარი ფასი არ აქვს" - ამის შესახებ განცხადება "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გააკეთა. კობახიძის თქმით, გუშინ გამოქვეყნებულ დოლუმენტში, მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტმატიმრობასთან დაკავშირებული ჩანაწერი "არასერიოზულია".

ამასთან, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვს. 

ნუ ჩვენთვის EPP-ის ასეთ რეზოლუციებს, რა თქმა უნდა, არავითარი ფასი არ აქვს. მე მგონი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებითაც არ მიუღიათ განახლებული ინფორმაცია. არ ვიცი, სერიოზული კომენტარი არ შემიძლია ამასთან დაკავშირებით გავაკეთო, როცა კიდევ ერთხელ, ყველამ გაიგო, რომ ეს კაცი ჯანმრთელია და EPP-მ ახლაც კი ვერ გაიგო, რომ კაცი არის ჯანმრთელი. რაც შეეხება პოლიტპატიმარს, მითუმეტეს, ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული ჩანაწერი" - განაცხადა კობახიძემ.

"დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი" - ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურმა ასამბლეამ საქართველოს მთავრობას მოუწოდა.

"ევროპის სახალხო პარტიის" პოლიტიკურმა ასამბლეამ საქართველოსთვის ორი მნიშვნელოვანი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციაში ნახსენებია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, ის რომ მას არ აქვს სათანადო სამედიცინო მომსახურება და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომ  სერიოზული საფრთხე ექმნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე