რეზონანსი
(18.11.2023)

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩინეთში ჩვენი ქვეყნის ცნობადობა არის მაღალი და შესაბამისად, პროდუქტისადმი უჩნდებათ ნდობა, - ის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა „ქრონიკაში" განაცხადა.

„ჩინეთი არის ერთ-ერთი ტოპ საექსპორტო ბაზარი ჩვენი ქვეყნისთვის, ამას მოწმობს სტატისტიკაც, ამიტომ მნიშვნელოვანია, რაც კი მსხვილი ღონისძიებაა ჩინეთში საქართველოდან საუკეთესო კომპანიები ესწრებოდნენ", - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

მან ჩამოთვალა ის პროდუქციები, რომლითაც ჩინეთში საქართველოს ყველაზე მეტად იცნობენ.

„პირველი არის ღვინო, შემდეგ თხილეული, სხვადასხვა ტიპის მინერალური წყალი და წვენი", - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე