რეზონანსი
(19.11.2023)

ცნობილ ექიმს ქმარი დანის 33 დარტყმით კლავდა - ირკვევა, რომ ყოფილი პროკურორი ლევან გადელია ცოლის, გურანდა აბულაშვილის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით არა ციხეში, არამედ ფსიქიატრიულ კლინიკაში გაუშვეს. 

ქალი ნათესავებმა ქმართან შესარიგებლად სადილზე დაპატიჟეს, შემდეგ მარტო დატოვეს. შემდეგ კაცმა ცოლი ჩაკეტა და მოსაკლავად გაიმეტა. გურანდა აბულაშვილი ამბობს, რომ კაცთან რომელიც ექსპერტიზის მტკიცებით შეურაცხადია, 12 წელი გაატარა, ამიტომ ექიმისთვის მისი ფსიქიკური პრობლემები შეუმჩნეველი არ დარჩებოდა. 

დაზარალებული ქალი "ტვ პირველს" უყვება რომ მინდობილობის  გაფორმებას მისი მკურნალობის ხარჯების დაფარვის მიზნით  ქმარი ჯერ კიდევ ციხიდან შეეცადა. 

ამ მძიმე საქმეზე საუბარი გადელიას ოჯახს არ სურს, თუმცა რაზეც დუმს ოჯახი, ღიად საუბრობენ ადგილობრივები. ლევან გადელიას მეზობლებს კარგად ახსოვთ ახალგაზრდა ქალზე განხორციელებული თავდასხმის დღე. ამბობენ, რომ კაცს ფსიქოლოგიური პრობლემები არასდროს ჰქონია.

ლევან გადელია, რომელსაც ცოლის განზრახ მკვლელობის მუხლით დააკავეს, დანაშაულის ჩადენის მომენტში საჯარო მოხელე იყო. თუ ის შეურაცხადი იყო, როგორ მუშაობდა მერიის აუდიტის სამსახურში ან როგორ ანდობდნენ ასეთ საპასუხისმგებლო საქმეს?! 

გადელია ახლა ფსიქიატრიულ კლინიკაშია, თუმცა გურანდა აბულაშვილი შიშობს, რომ ქმრის სამიზნე დაწესებულების დატოვების შემდეგ ისევ გახდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე