რეზონანსი
(19.11.2023)

უნგრეთმა უნდა უთხრას არა ევროპის ბრიუსელის მოდელს, - აცხადებს უნგრეთის პრემიერ მინისტრი, ვიქტორ ორბანი.
„ჩვენ უნდა ვთქვათ არა, რადგან ის არა მდგრადია, მას მომავალი არ აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ბრიუსელი ანადგურებს ევროპას", - აღნიშნავს უნგრეთის პრემიერ მინისტრი.
ორბანმა თქვა, რომ მათ არ უნდა დატოვონ ევროკავშირი, არამედ უნდა შეცვალონ და ეს შესაძლებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ ბრიუსელში რადიკალური ცვლილებები მოხდება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



