რეზონანსი
(19.11.2023)

თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, შეზღუდვებია დაწესებული გზებზე. მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია გუდაური-კობის მონაკვეთზე. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება თავისუფალია დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტისთვის.

აღნიშნული შეზღუდვა მხოლოდ გუდაური-კობის მონაკვეთზე ვრცელდება, სხვა მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე