რეზონანსი
(19.11.2023)

მახათას მთაზე, ივერიის ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა. დღეს ტაძარში დააბრძანეს „ღვთისმშობლის წილხვედრი ხატი", რომელიც ეპარქიებში მოგზაურობდა.
ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობისა და კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლისთავის საიუბილეო თარიღების აღსანიშნავად „ღვთისმშობლის წილხვედრი ხატის" ასლის მოგზაურობა საქართველოს ეპარქიებში 13 ივლისს დაიწყო.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



