რეზონანსი
(21.11.2023)

ოპოზიციაში მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნას ეხმაურებიან. ნაწილის შეფასებით, ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებით მოქმედი პრეზიდენტი ხალხის ნებას ასრულებს. ოპოზიციის ნაწილი კი თვლის, რომ ეს ნაბიჯი სწორი არ იქნება.

"მე არ ვფიქრობ, რომ შეწყალება გასაკეთებელია, რომ პრეზიდენტმა შეწყალება უნდა განახორციელოს, ვფიქრობ, რომ სააკაშვილმა საკუთარ ქცევებზე და დანაშაულებზე პასუხი უნდა აგოს," - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა.

ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეწყალების შესახებ განცხადება გუშინდელ სასამართლო სხდომაზე გააკეთა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე