რეზონანსი
(21.11.2023)

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალგორში, კაცს ტყეში ხე დაეცა და დაიღუპა - ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს.

მათი ცნობით, ტყეში კაცს მოჭრილი ხე წაიქცა და ქვეშ მოიყოლა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი ტყეში შეშაზე იყო წასული.

გარდაცვლილი უკვე საკუთარ საცხოვრებელ სახლშია გადასვენებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე