რეზონანსი
(21.11.2023)

ავტოსაგზაო შემთხვევა სამეგრელოში - ხობის რაიონის სოფელ ხამისკურში ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, დაშავდა ოთხი.
არსებული წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი უამინდობაში გადაჭარბებული სიჩქარე გახდა - სავარაუდოდ, ავტომობილი მოცურდა, საპირისპირო მხარეს გადავიდა და საწინააღმდეგო მიმართულებიდან მომავალ მანქანას დაეჯახა.
ამ დროისთვის დეტალები უცნობია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



